როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

2022-02-03 10:50:00

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, რომლის რეანიმაციულ განყოფილებაშიც ახალგაზრდა ქალი 2 კვირაა მკურნალობს. მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურად ფასდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შარტავას გამზირზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რასაც 2 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.