ქალი საკუთარ სახლში მეზობელმა მოკლა

2022-01-31 11:01:56

სიღნაღის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს.

პირველადი ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში მეზობელმა მამაკაცმა მოკლა და მას სასიკვდილო ჭრილობა თავში ბლაგვი საგანის ჩარტყმით აქვს მიყენებული.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს, რც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.