გაზის ინტოქსიკაციით ერთი ოჯახის 5 წევრი გარდაიცვალა

2022-01-29 18:27:43

თბილისში, გლდანის რაიონში, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით ერთი ოჯახის 5 წევრი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 2 ზრდასრული და 3 არასრულწლოვანია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.