გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა მისი დისშვილის მკვლელს, 36 წლის კაცს სანადირო თოფიდან ესროლა.
მეზობლების თქმით, მომხდარის მთავარი მოტივი შურისძიება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.