5-დღიანი ძებნის შემდეგ ნეაპოლში დაკარგული ქართველი ქალი, სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
როგორც ირკვევა, გოგო ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
27 წლის ქალი იტალიაში სამუშაოდ არის წასული. ამავე ქვეყანაში, თუმცა, სხვა ქალაქში მუშაობს მისი დედაც.
სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს გაუჩინარდა. ემიგრანტების თქმით, პოლიციას ამის შესახებ იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ის მუშაობდა.
25 იანვრის საღამოს იტალიაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ქალები შეიკრიბნენ როგორც ტეტუნაშვილის სამუშაო სახლთან, ასევე პოლიციასთან და კარაბინიერებს დაკარგული ქალის მოსაძებნად უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.