ავარიის შედეგად ტაქსის მგზავრი გარდაიცვალა

2022-01-26 12:01:46

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოღოთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაცვლილია ქალი, რომელიც ტაქსით მგზავრობდა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს ტაქსიში იმყოფებოდა ორი ადამიანი - მძღოლი და 70 წლამდე მგზავრი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.