გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგის ტყეში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ 70 წლის კაცი იმსხვერპლა.
ადგილობრივების ვერსიით, უბედური შემთხვევის დროს თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთის გასროლილი ტყვია მეორეს მოხვდა. მიღებული დაზიანებით კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.