ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული იფნრომაციით, ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.