თელავის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სოფელ წინანდალში მერის წარმომადგენელმა, თორნიკე ვეფხიშვილმა განუცხადა, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. მიღებული დაზიანებებით კი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.