იტალიაში, ქალაქ ბარში ქურდობის ფაქტზე ქალი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მაშინ დააკავეს, როცა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძვირადღირებული საქონლის მოპარვას და ჩანთაში დამალვას ცდილობდა.
ფაქტი მაღაზიის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და ქალს ნაქურდალი საქონლის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რის შემდეგაც მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა და მაღაზიის პერსონალს მუშტები და წიხლები დაუშინა.
არსებული ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებული, თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.