ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ქვემო ქართლში

2022-01-09 18:12:10

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა 30 ერთეული  სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.  

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.