ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2022-01-09 12:29:22

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მუხროვანის დასახლებაში 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივებმა ის გამთენიისას ხეზე ჩამოკოდებული იპოვეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები აღენიშნებოდა, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არაა და სოფელში პირველად ნახეს.

გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.