ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
24 წლის მაგდა ხარაიშვილი ავარიაში 28 დეკემბრს მოყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომოტოზურ მდგომარეობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკაში მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციებიც ჩაუტარდა.
ბოლო რამდენიმე დღე ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ახალგაზრდა ქალმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.