ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

2021-12-27 11:10:50

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა.

ზურაბ აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.