2021-12-23 11:02:34
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.