საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:10 საათზე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.