დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, 3.1(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 21:50 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 25 კმ.-ში, სოფელ სამებასთან იყო.