რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაჩიანში მომხდარი წამებისა და გაუპატიურების ფაქტში ეჭვიტანილების სასამართლო სხდომა იმართება.
პროკურატურის შუამდგომლობას ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი განიხილავს. საქმეში 4 პირი იყო ეჭვმიტანილი, მათგან სამი: ვ.ო. ვ.ე. და ს.ბ. პასუხისმგებლობაში მისცეს.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ქეთევან სიონიძემ, განუცხადა, ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული, გარდა ამისა მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება და მობილური ტელეფონები, რომლითაც მამაკაცის წამების ამასახველ კადრებს იღებდნენ.
სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი წამება დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ა-ქვეპუნქტის მიხედვით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც წამებას ჯგუფურად სექსუალური ძალადობის გამოყენებით გულისხმობს.
შეგახსენებთ, 22 აგვისტოს სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სასტიკად სცემა შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა.