წამებისა და გაუპატიურების ფაქტი (ვიდეო)

2017-08-23 19:54:28

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში გუშინ მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. "ინფო რუსთავს" ფაქტის ამსახველი ვიდეო მიაწოდეს და ინციდენტის შესახებ აცნობეს. ჩვენი ჟურნალისტი დღეს ადგილზე იმყოფებოდა და თავად სოფლის მაცხოვრებლებისგან და ჩხუბში მონაწილეების ოჯახის წევრებისგან მოისმინა თუ რა მოხდა გუშინ. არსებული ინფორმაცია ასეთია: 45 წლის მამაკაცი (რომელსაც ჰყავს ოჯახი) მეზობლის ცოლთან მივიდა და სასტუმროში ღამის გათენება შესთავაზა. 3 დღე ისინი ერთად ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მამაკაცმა მეზობლის ცოლი უკან სოფელში წამოიყვანა და საკუთარ სახლსი მიიყვანა. საღამოს კი მის ქმარს დაურეკა და უთხრა რომ სასაუბრო ჰქონდა მასთან. ქმარი, რომელიც არის 29 წლის, მეგობრებთან ერთად მივიდა იმ ადგილზე სადაც მათ შეხვედრა დათქვეს. მათ 45 წლის მამაკაცი ჯერ ადგილზე სცემეს, მოგვიანებით კი სოფლის თავში აიყვანეს და აწამეს, გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა გაუპატიურებასაც. ცემისა და ძალადობის ამსახველი კადრები თავად გადაიღეს. (+18) ნახეთ ვიდეო.

45 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. 25 წლის ქალი კი სახლიდან გაიქცა. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია 5 პირი, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 144 პრიმა მუხლით, რაც წამებას გულისხმობს. ამ ეტაპზე ფაქტში მონაწილე პირების დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს."