როგორი იქნება "რუსთავქალაქობა 2017"

2017-08-25 14:55:47

"რუსთავქალაქობის" დღესასწაულზე ფერების ფესტივალი გაიმართება.

"რუსთავქალაქობა 2017" წელს 16 სექტემბერს აღინიშნება. დღესასწაულზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ფერების ფესტივალი, რომელიც ამჯერად რუსთავის ცენტრალურ პარკში დღის მეორე ნახევარში 17:00 საათზე დაწყება. ფესტივალზე მისული სტუმრების წინაშე მუსიკალური შემსრულებლები: Mix2ra, ფრანი, kvachi და გიორგი თოდაძე წარსდგებიან.

გარდა ამისა, "რუსთავქალაქობა 2017"-ზე სპორტული აქტივობებიც გაიმართება, მათ შორის ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, გარბენი (მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ეტლებით) და ველორბოლა.

"რუსთავქალაქობაზე" დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავის მერიის, რუსთავის ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრისა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.
შეგახსენებთ, წლევანდელი "რუსთავქალაქობისთვის" ბიუჯეტიდან 68 000 ლარი გამოიყო.