"რუსთავქალაქობა" ერთ თვეში გაიმართება

2017-08-16 13:10:28

„რუსთავქალაქობის“ დღესასწაული წელს 16 სექტემბერს აღნიშნება. როგორც „ინფო რუსთავს“  რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა, განუცხადა, წლევანდელი „რუსთავქალაქობისთვის“ ტენდერი 68 000 ლარზე იყო გამოცხადებული და მასში „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა“ გაიმარჯვა. ამ დროისთვის კი დოკუმენტაციის დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც შესაბმისი ხელშეკრულება გაფორმდება. საკონცერტო პროგრამა კი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

2017 წელს „რუსთავქალაქობა“ შარშანდელთან შედარებთ ნაკლებბიუჯეტიანი იქნება.