"აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა"

2021-11-09 12:57:54

გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მისი უფლება დამცველები შეხვდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა მისი ლიკვიდაციის მიზნით მოხდა.

"მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ პრეპარატებს, არანაირ მედიკამენტებს. ის მხოლოდ იღებს იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ 1 წლის წინ, შესაბამისად მდგომარეობა როდესაც ის გონებას დაკარგავს, ახლოვდება და მოკლე დროში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა.

ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა. არ არის არანაირი უფლება გარანტირებული. უფრო მეტიც, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. აქ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას სერიოზული რისკის ქვეშ. როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი ორგანიზებულად და გამოსვლისა ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია, კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება, მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის დამცველებზე ანგარიშსწორება.

გუშინ ოჯახი წევრი, 15 წლის ბავშვი ელოდებოდა მამასთან პაემანს, როგორ წარმოგიდგენიათ, იმ კორპუსებში 15 წლის ბავშვმა როგორ უნდა გაიაროს, ხვალ უკრაინის დელეგაცია ჩამოდის, როგორ წარმოგიდგენიათ ლიზა იასკომ და სხვამ იქ როგორ უნდა გაიაროს, ნიკოლოზ ყიფშიძემ იქ როგორ უნდა გაიაროს. პენიტენციურ სამსახურს არ აქვს პრევენციის არც თავი და არც მორალური სურვილი.

ყოველი ეს ობსტრუქცია და ყოველი ეს მუქარა მიმართულია სინამდვილეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისადმი, პოლიციელებისადმი ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება და ეს არის კრიმინალის ზეობა. ეს ყველაფერი მიმართულია მიხეილ სააკაშვილი მკვლელობისკენ", - ამბობს ბექა ბასილაია.