იქნება თუ არა სავალდებულო მაღაზიებსა და ტრანსპორტში "მწვანე პასპორტი"

2021-11-08 20:05:39

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, სუპერმარკეტებზე, მოლებზე, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ ვრცელდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რიგ ობიექტებზე შესვლა 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტებით მოხდება, ამ ჩამონათვალში არაა სუპერმარკეტები, მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე პასპორტის გამოყენება საჭირო არ იქნება.