სიახლე მგზავრებისთვის

2021-11-01 11:17:30

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლაგანახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაშიერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრებატურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონასმიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანიავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანებისინფორმაციაში.

პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტებისგაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

განახლებულ რეისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძედა DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ.

"მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირიავიამიმოსვლა განახლდა. მგზავრებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით Wizz Air-ის საშუალებით შეუძლიათ ფრენა. პირველსავე დღეს ამმიმართულებით 170 მგზავრმა ისარგებლა და იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა მომდევნოეტაპზე კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენიმე დღეში ქუთაისიდან კიდევ ორი ევროპულიმიმართულება: ვენა და ბერლინი გვემატება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინითმხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინსარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზეწარდგენა.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირირეგულარული რეისები ასევე, სამი ქალაქის: 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება. საქართველოს აეროპორტებისგაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიურივითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.