მესტიის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, თამაზ კანკია სოფელ წვირმიდან, სადაც ის მუშაობდა, სახლში, სოფელ ჯვარში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი კვალი იკარგება.
შუა ხნის კაცის სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან მაშველები და სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც პირისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.