რომელი მიმართულებებით იწყება ფრენები

2021-10-23 14:27:45

ქუთაისის აეროპორტი საზოგადოებას სიახლეს აცნობს, კერძოდ – 31 ოქტომბრიდან Wizz Air-ით შეგეძლებათ ბარსელონაში პირდაპირი ავიარეისით გაფრენა, ხოლო ვენაში – 2 ნოემბრიდან.

„რაც ყველაზე მთავარია, ამ ორი მიმართულებით შეგიძლიათ ტურისტულადაც გამგზავრება. ავსტრიაში გასამგზავრებლად,  საზღვარზე უნდა წარადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი, ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)

ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა

ვაქცინაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება კი მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში…