ბათუმში ნარკოლოგიური ცენტრის წინ ჩაცხრილული მამაკაცი გარდაცივალა. 44 წლის ედიშერ ჯორბენაძეს თავდამსხმელმა 10 ტყვია ესროლა.
თვითმხილველთა თქმით, მსხვერპლს ნიღბიანმა მამაკაცმა მიჯრით ესროლა და გაიქცა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.