გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტსაც.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი.
კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა.