მეზობელმა მეზობელი ცოლ-ქმარი მოკლა

2021-10-19 12:45:01

სოფელ გურჯაანში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 70 წლამდე ცოლ-ქმარს მათმა მეზობელმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, დაჭრილს შეყვანის დროს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, მას აღმოუჩინეს სარეანიმაციო დახმარება, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.