ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.
სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციის ტემპი კატასტროფულად დაწეულია.
„ქვეყანა იმეორებს ცუდ გამოცდილებას. ჩავარდა ფაქტობრივად ვაქცინაცია ქვეყანაში და ვადგავართ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის ბუნებრივ გზას. გვექნება გაცილებით უფრო მძიმე შემოდგომა და ზამთარი, როგორც აღმოჩნდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ამას ველოდით“, - აღნიშნავს ექიმი ანი ქავთარაძე.
ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე, ასევე, ისაუბრა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მიმართვიანობის ტემპმა კატასტროფულად დაიწია.
„შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. კატასტროფულად დაწეულია, აღარ ვიცი რა სიტყვა ვუწოდო, კატასტროფულად, მესამედი კი არა მეათედია იმ რაოდენობის მომართვიანობის, რაც აქამდე იყო. ჩემი მოსაზრება ასეთია, ვისაც უნდოდა ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა და დარჩენილ მოსახლეობასთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ან უნდა დაწესდეს მანდატორულად, რომ უნდა იყვნენ აცრილები, სხვანაირად ვერ ვაჩერებთ პანდემიას. ასე თუ გაგრძელდება, ის სკოლები, რომლებიც ახლა გახსნილია, ონლაინ სწავლება მოუწევთ გადასვლა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე