საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის გზებს ასახელებს და საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს:
"ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს.
ნახეთ, ბმულში გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად!
1. დისტანცია
2. სამედიცინო პირბადე
3. ხელების დაბანა
4. ხელით არ შეეხოთ სახეს
5. აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
6. სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა
7. დახურული სივრცეების ადეკვატური სავენტილაციო სისტემებით გამართვა
8. სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტერნეტბანერები). ასევე, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები
9. კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უმკაცრესად გაკონტროლებული
10. გაძლიერდეს ფაიზერით ვაქცინაცია
11. დაინერგოს ელექტრონული "კოვიდ საშვი" და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ამ საშვებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.