"რეანიმაციაში ხვდება აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები"

2021-10-15 17:00:17

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჰოსპიტალიზებული და მძიმე covid-პაციენტებში აცრის მაჩვენებელს ასახელებს და აცხადებს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

„სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელი იყო; ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰოსპიტალში ხვდება, აცრილი არ არის. ეს დაახლოებით 98% ან უფრო მეტია.

რეანიმაციაში ხვდება აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები და იყო ერთეული გარდაცვალების შემთხვევები.

ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამრიგად, ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია დღევანდელ მდგომარეობაში“, - აცხადებს გაბუნია.