სიახლე მგზავრებისთვის

2021-10-15 14:41:26

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება.

 „წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად.