ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

2021-10-13 14:19:32

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა ხოლო 3 დაშავდა და სამედიცინო  დაწესებულებაში გადაიყვანეს.