"მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა ექვსი წელი მოუწევს",- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გარდა ამის პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მის ექსტრადირებას უკრაინა არ ითხოვს და რომ მოითხოვოს არც გადასცემენ.
"დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის. უკრაინაში ექსტრადირება გამორიცხულია, ჯერ-ერთი რომ არავინ არ ითხოვს, რომც მოითხოვონ არავინ არ გადასცემს. მინიმუმ 6 წლის ყოფნის [ციხეში] შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში",- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალი 4 სხვადასხვა საქმეზე აქვს წაყენებული.