ბათუმში, 18 წლის გოგო ნათლიის ქმარს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. სექსუალურ შევიწროებაში მხილებული 31 წლის კაცია.
ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.
კაცი იმავე დღიდან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესი ხელოვნურად იწელება. მისივე მტკიცებით, სავარაუდო მოძალადეს, მაღალჩინოსანი ნათესავები ხელს აფარებენ.
წყარო: TV25