მარნეულში დამკვირვებელი დაჭრეს

2021-10-02 18:14:03

მარნეულში, ქართული ოცნების აგიტატორმა ლეიბორისტული პარტიის დამკვირვებელი დაჭრა. ინფორმაციას ლეიბორისტული პარტიის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი გზირიშვილი ავრცელებს.

ინციდენტი სოფელ დაშთაფაში მოხდა. როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია. ლეიბორისტული პარტიის დამკვირვებელი მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.