მარნეულში ერთმა ადამიანმა ხმა ორჯერ მისცა

2021-10-02 12:41:31

არასამთავრობო გორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა ქვემო ქართლის მასშტაბით დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

09:36 - დმანისის 24-ე საოლქო კომისიის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, კომისიამ არ მიუთითა კაბინაში შესვლისკენ; მეორე ეპიზოდში, კომისიის წევრი კაბინაში შესულ ამომრჩეველს ჩუმად ესაუბრებოდა. ორივე შემთხვევაში დავწერეთ საჩივარი.

09:36 - დმანისის მეჩვიდმეტე საოლქო კომისიის #6 უბნიდან 100 მეტრის რადიუსში იდგნენ პირები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლის მიმართ, ფოტოგადაღების შემდეგ მოსთხოვეს ტელეფონის გადაცემა, თუმცა პატრულის გამოძახების თაობაზე გაფრთხილების შემდეგ, დატოვეს ტერიტორია.

09:52 - მარნეულის 22-ე საოლქო კიმისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი.

11:03 - მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის მეშვიდე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ჩვენს დამკვირვებელს  არ აძლევს ვიდეოს გადაღების უფლებას. დავწერეთ საჩივარი.