პედაგოგების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

2021-09-30 18:26:57

პედაგოგების ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და ის დასამტკიცებლად განიხილება.

რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,- განაცხადა ცერცვაძემ.