ვის ჩაუტარდება კოვიდ19-ზე ტესტირება არჩევნების დღეს

2021-09-30 12:05:41

2 ოქტომბერს, საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“-ზე ანტიგენ სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ. ტესტირება იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც. პროცესი არჩევნების დღეს დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.