ქვემო ქართლში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2021-09-29 13:32:44

დმანისში უბედური შემთხვევა მოხდა.

სოფელ ვერისუბნის მიმდებარედ, 18 წლის ბიჭი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ტყეში, პიკნიკზე იმყოფებოდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.