უბედურ შემთხვევას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2020-09-27 13:02:40

ხაშურში უბედურ შემთხვევას 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ხაშურის მერმა, ზვიად ქურდაძემ განუცხადა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი ფოტოს გადაღების დროს ელექტრო ენერგიის სადენებს შეეხო, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.