მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

2021-09-23 12:50:55

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.