კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთთან ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კასპის მუნიციპალიტეტში ავერსის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება.