ავარიას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2021-09-22 11:28:12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალკახათის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზუგდიდი-ანაკლიის ტრასაზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.