დაიწყება თუ არა სწავლა 4 ოქტომბერს სკოლებში

2021-09-20 14:55:31

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით 4 ოქტომბრიდან, სავარაუდოდ, სწავლა სკოლებში განახლდება.

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.

გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდა.