"აიცერი და მოიგეში" პირველი 10 000 ლარი გათამაშდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატარიის კომპანია ავრცელებს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ყოველკვირეული გათამაშების გამარჯვებული "სინოფარმის" ვაქცინითაა აცრილი და ის ბოლნისიდანაა.
ლატარიის კომპანიის ცნობით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი, ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.
"ყოველკვირეული გათამაშება პირველად გაიმართა. მოგებულებს ,"საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები უხლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.