ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს.
მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გაცემული რეკომენდაციების დაცვა და ვირუსთან ბრძოლაა.
„ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება. ახალი მუტაციები, ახალი ვარიანტები წამოვა, სამწუხაროდ. უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე დელტა ვარიანტი, ამას უნდა შევეგუოთ. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვებრძოლოთ და შევეგუოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. სხვა გზა არ არსებობს. თუ ჩვენ ჩავკეტეთ და გავხსენით უაზროდ, ქვეყანას დავღუპავთ; ფინანსურად, მენტალურად. რა უნდა გააკეთოთ: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მაქსიმალურად შეეცადეთ და დისტანცია დაიცავით“, – განაცხადა ფხაკაძემ.