მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

2021-09-17 11:35:33

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის დამფუძნებელი“ მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ

 „პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც რჩეულისშვილის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს რჩეულიშვილს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლით მიუსაჯა