სადგურის მოედანზე არასრულწლოვანები დაჭრეს

2021-09-13 17:13:51

დაპირისპირება სადგურის მოედანზე, არსებული ინფორმაციით დაჭრილია 3 არასრულწლოვანი. დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას წინ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება უძღოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის მიზეზი მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.